„დნიპროში კორპუსის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი 25-მდე გაიზარდა, იძებნება 43 ადამიანი” – ზელენსკი

დნიპროში ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ნანგრევებიდან 39 ადამიანის, მათ შორის 6 ბავშვის გამოყვანა მოხერხდა. 43 პირი კი იძებნება. დაბომბვის შედეგად დაშავებულია 73 ადამიანი.

სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.