მინუს 660 ოკუპანტი ერთ დღეში | რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 168 150 (+660) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 23.03.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 570 (+13), ჯავშანტექნიკა – 6 898 (+11), საარტილერიო სისტემები – 2 608 (+19), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 511 (+2). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 273 (+1), თვითმფრინავი – 305 (+0), ვერტმფრენები – 290 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 203 (20), ფრთოსანი რაკეტები – 909 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5 452 (+18), სპეციალური ტექნიკა – 273 (+3).