“სირცხვილია” ძალადობრივი ორგანიზაციაა, საზოგადოებისთვის არაა ცნობილი ვინაა მათი დამფინანსებელი | პაპუაშვილი

“მაგალითად, ორგანიზაცია “სირცხვილია”, რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა, რომელის წარმომადგენლებიც არაერთხელ სწორედ ძალადობრივი ქმედების გამო იქნენ სამართალდამრღვევად ცნობილი, ვიცით რომ ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებული, ვიცით გარკვეული განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ვიღაცებისგან ფინანსდებოდა, თუმცა არ არის ცნობილი ვინ არის მათი დამფინანსებელი, საზოგადოებისთვის არაა ცნობილი, იცით თქვენ ვინ არის?!”

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვაზე პასუხად.