სატვირთო მანქანაში 18 ცხედარი იპოვეს

უცხოური მედიის ცნობით, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მახლობლად სატვირთო მანქანაში 18 ცხედარი იპოვეს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეშით დატვირთულ მანქანას მალულად გადაჰყავდა სულ 40 ადამიანი. პირველადი დასკვნით, ისინი არალეგალური მიგრანტები იყვნენ.

მათგან 18-ის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

გადარჩენილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მძოლი, რომელსაც არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა, იძებნება.