WP: გენპროკურორები ტრამს უჩივლებენ

The Washington Post-ის ინფორმაციით, ვაშინგტონისა და მერილენდის შტატების გენერალური პროკურორები აპირებენ ამერიკის პრეზიდენტს  კონსტიტუციის შესაძლო  დარღვევისთვის და პრეზიდენტის პოსტზე ბიზნესის წარმოებისთვის სასამართლოში უჩივლონ.

გენპროკურორები ტრამპს „საზღვარგარეთელი მმართველებისგან მილიონების აღებაშ“ ადანაშაულებენ. მათი თქმით ისინი შეამოწმებენ პრამპის კორპორაციის ფინანსურ მხარეს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სარჩელს მიიღებს, აშშ-ს პრეზიდენტი ვალდებული იქნება გაასაჯაროვოს საგადასახადო დეკლარაცია.