“სწორედ რუსეთის შეკვეთით სარაკეტო შეტევა განახორციელეს წინასწარ დაცლილ ცხინვალზე”

გია ვოლსკი

უმრავლესობის დეპუტატი

ჰააგაში და სტრასბურგში რუსეთს მაინც ვერ გაამართლებენ! მაგრამ გრიგოლ ვაშაძის და სხვათა მონაწილეობით, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ხომ მოხდა:

.არ დაუჯერეს პარტნიორებს, აშშ-ს, ევროკავშირს, გამოვიდნენ მოლაპარაკებებიდან;
.ამ რუსული ნარატივის რეალიზაციაში განსაკუთრებით ოქრუაშვილმა “გამოიჩინა” თავი;
.არ მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ გამოიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობა, რამაც მათ შორის დიდი მსვერპლი გამოიწვია;

.გვიმტკიცებდნენ რომ რუსეთი არ ერევა, მერე საკონსტიტუციო წესრიგს ვაღდგენთო!
.სწორედ რუსეთის შეკვეთით სარაკეტო შეტევა განახორციელეს წინასწარ დაცლილ ცხინვალზე, მერე ეს კადრები თავად გაავრცელეს მთელ მსოფლიოში!!

.არა მარტო რუსეთს მისცეს შემოჭრის ფორმალური მიზეზი რაც მათვე დაგეგმეს, არამედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც ათქმევინეს რომ ფართომასშტაბიანი ომის წინაპირობა ამ დაბომბვამ განაპირობა, ამ რეზოლუციას მათმა წარგზავნილმა დელეგაციამაც დაუჭირა მხარი!!

.ხალხი ალაპარაკეს რომ ომი თურმე ამერიკელებს სდომებიათ რუსეთის დისკრედიტაციისათვის!
.ოფიციალურად განაცხადეს რომ რუსეთი მხოლოდ 8 აგვისტოს შემოიჭრა;

.დაღუპულების გამოყვანის ნაცვლად ტაშფანდური გამართეს და ამ ყველაფრის ავტორები სალომეს დაესივნენ რატომ თქვა რომ საკუთარ ხალხს რაკეტები არ უნდა ესროლოო! ანუ თვითონ ჩაიდინეს მოღალატეობრივი მოქმედებები და ამაზე ვინც ილაპარაკებს ქვეყნის ინტერესებს ღალატობსო!

.მედვედევიც ეგრე ლაპარაკობსო!! ეგრე სალაპარაკოდ გაუკეთეს ყველაფერი და აბა როგორ ილაპარაკებს?!! ამაში ბრალდებულებს უნდათ მოატყუონ საზოგადოება!!