შალვა ნათელაშვილი – ვადამდელი არჩევნები დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი გამოვა ქუჩაში და დასავლეთი დააწესებს სანქციებს

ვადამდელი არჩევნები დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი გამოვა ქუჩაში აქციაზე და დასავლეთი დააწესებს სანქციებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

იგი ასევე გამოეხმუარა  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.

„ირაკლი კობახიძის განცხადება სრულად ჯდება მორიგი პრორუსული შეტევის ფორმატში და კრემლის მიზანია სწორედ, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს თავისი სატელიტის რეჟიმი ივანიშვილის, კობახიძეების, მდინარაძეების და თალაკვაძეების თამადობით, რომლებიც მზად არიან, ჩვენი სამშობლო დადონ გეოპოლიტიკურ დახლზე გასაყიდად.

ვადამდელი დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი გამოვა ქუჩაში აქციაზე და დასავლეთი დააწესებს სანქციებს. სხვა ყოველგვარი იმედი ვადამდელისა, გამორიცხულია, კობახიძემ რომც არ თქვას, ამის მიუხედავად. ხალხი აქციებზე დასავლეთის სანქციების ფორმატში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.