“ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს”

კახა კალაძე აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებებს სთავაზობს, რაც შეეხება აქციის მონაწილეების მიერ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნას, კალაძე ამბობე, რომ ახალგაზრდების ლიდერებმა ეს ემოციურ ფონზე გაავრცელა.

-არსებული ნარკოპოლიტიკა არ არის არავისთვის მისაღები. ჩვენ ვთანხმდებით და ვთავაზობთ იმ ახალგაზრდებს შემობრძადნენ, ჩვენი კარი არის ღია, ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს კავშირი ხალხთან.

ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს და იმედი მაქვს ერტად დავდგებით. ერთ რამეში ვთანხმდებით ყველა, რომ ნარკორეალიზატორებს ერთად უნდა ვებრძოლოთ!“-განაცხადა თბილისის მერმა.