ქეთი მელუას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართა.

როგორც ევროპის მოედანზე მიმდინარე კონცერტზე თბილისის მერმა განაცხადა, ქეთი მელუას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა. კახა კალაძემ მუსიკოსს დაბადების დღე მიულოცა და წარმატება უსურვა. ქეთი მელუა დღეს 34 წლის გახდა.