ელისაშვილი მერობის სურვილის შემთხვევაში, დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება

მიიღებს თუ არა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი გადაწყვეტილებას უახლოს ხანში მიიღებს. ამის შესახებ მან „იმედის კვირაში“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი მერობის სურვილის შემთხვევაში, დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. მისი თქმით, შესაძლოა გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მას მხარი დაუჭირონ, თუმცა ის მერობის უპარტიო კანდიდატი იქნება.