არავის მე არ ვაგინებ, მხოლოდ ვაკრიტიკებ – ნინია კაკაბაძე

“ვაკრიტიკებ ეკლესიას და პატრიარქს, რადგან ისინი არიან ამ ფარისევლური საზოგადოების შემქმნელებიც და პატრონებიც”. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად არჩეულმა ბორდის წევრმა, ნინია კაკაბაძემ დაწერა.

კაკაბაძის თქმით, მან ვერ გაიგო თუ რატომ იხდიან ბოდიშებს პარლამენტარები მისთვის ხმის მიცემის შემდგომ.

“ზუსტად ვერ გავიგე ჩემი არჩევის გამო ბოდიშებს რატომ იხდიან, ისევ გედი თუ გამაგებინებს. ჰოდა იმან თქვა: “პატრიარქის და მართლმადიდებლობის მაგინებელიო…”

“არავის მე არ ვაგინებ, მხოლოდ ვაკრიტიკებ. მართლმადიდებლობას და ქრისტიანობას არაფერს ვერჩი და მხოლოდ ვწუხვარ, რომ თქვენნაირმა ადამიანებმა არაფერი იციან ქრისტიანობის შესახებ. ვაკრიტიკებ მარიამ ჯაშის ტიპის ფარისევლებს და ყოველთვის გავაკრიტიკებ. ვაკრიტიკებ ეკლესიას და პატრიარქს, რადგან ისინი არიან ამ ფარისევლური საზოგადოების შემქმნელებიც და პატრონებიც.
ჰოდა ახლა ჩემზე ნუ მოცდებით, მალე ორშაბათია, ბევრი ხარ-კამეჩი გაქვთ შესაჭმელი, ეკლესიის მოწოდებით რომ დაკლავენ. თქვენი რწმენა ხომ ამაზე დგას სამარხვო კატლტებზე და მერე ხორცის ჭამის დღის მოლოდინზე”- წერს ნინია კაკაბაძე.