“სირცხვილი თქვენ ყველას!! აი თქვენი ოპტიმიზაცია!!!”

F-news

ლადო სადღობელაშვილი

„პატრიოტთა ალიანსი“

ყურადღება! ყურდღება! ჟურნალისტებო ყურადღება მიაქციეთ!!! ეს არის 2016 წლის საკრებულოს ხელფას-დანამატების და სამივლინეო ხარჯების სურათი! აი თქვენი ოპტიმიზაცია!!!
***
მას შემდეგ რაც პარლამენტმა ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა მე პირადად მეტად გამაღიზიანებლად ჩამესმის ფრაზა : „10%-ნი ოპტიმიზაცია “. საინტერესო ისაა, რომ ოპტიმიზაციის საკითხი მერიისთვის, საკრებულოსთვის და გამგეობებისთვის პირდაპირ გაგებით იქნა აღქმული. 2017 წელი დაიწყო უამრავი ადამიანის სამსახურებიდან გაშვებით ისე, რომ არც კი ინტერესდებიან მათი სამომავლო ბედ-იღბალით, როგორ და სად დასაქმედება ესა თუ ის პიროვნებები.
ყოველივე ამის მერე გამიჩნდა ინტერესი საკრებულოს დეპუტაციის ანაზღაურების შესახებ, დავინტერესდი და ოფიციალურად მოვიძიე მათი ხელფასები, პრემიები, დანამატები და სამივლინეო ხარჯები თუ პერიოდები. თქვენ წარმოიდგინეთ სავალალო ფაქტები აღმოვაჩინე ასე მაგალითად იცოდით რომ ბნ ალიბეგაშვილს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს პარლამენტის თავმჯდომარეზე დიდი ხელფასი აქვს, მისი დანამატი ზოგიერთი მინისტრის ხელფასის ტოლია! მისი სამივლინეო ხარჯები ისეთი დიდია, რომ უტოლდება მისივე ხელფასს დამატებული დანამატი… მისი სამივლინეო პერიოდი კი წელიწადში 2016 წლის მონაცემებით თითქმის 2.5 თვეა, ანუ ადამიანი მივლინებებში (რეალურად არაფერში) ატარებს 2,5 თვეს!!! ისეც არ მინდა გამომივიდეს, რომ მხოლოდ თავმჯდომარეზე მაქვს საუბარი მისი მოადგილეებიც და ზოგადად საკრებულოს წევრები, როგორც ირკვევა ბიუჯეტის სერიოზული მატლები არიან და ჩევნს ხარჯზე საკუთარ ჭიას ახარებენ!
– ყოველივე ზემოთ ხსენებულს როდესაც ვამბობ მინდა იცოდეთ რომ 2016 წლის საკრებულოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიძახი. (იხილეთ ფოტო მასალა)
– მარტივი არითმეტიკით შევეცადე გამეკეთებინა მცირედი ანალიზი და დავადგინე, რომ:
ბნ გიორგი ალიბეგაშვილს ყოველ თვიურად აქვ 3540 ლარი ხელფასი ამას დამატებული დაუბეგრავი 60% დანამატი რაც 2120 ლარს უტოლდება ანუ თვეში მას სარგო გამოსდის თითქმის 5000 ლარამდე! რაც წელიწადში არის 60 000 ლარი. ამას დამატებული მაგალითად 2016 წლის სამივლინეო ხარჯები 24 000 ლარი ხოლო პერიოდი კი რაც მან საზღვარ გარეთ დაჰყო არის 67 დღე (ამას დამატებული 4 კვირა შვებულება)
ამავე მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა რომ თბილისის საკრებულოს წევრებს მთელი მსოფლიო აქვთ შემოვლილი ბიუჯეტის ხარჯზე ასე მაგალითად მინდა ვკითხო ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრს ქბ ნინო გოგუაძეს ერთი თვე საახალწლო პერიოდი რას აკეთებდით ნიუორკში 9881 ლარი სამივლინეო ხარჯით? ან სტრაზბურგში ერთი კვირა 2016 წლის აპრილში 4240 ლარი სამივლინეო ხარჯით? ან აშშ-შ კლივლენდში რა ქენი ასეთი შენ თბილისის საკრებულოს წევრმა ერთი კვირა ისეთი რომ მერე შენს ქალაქს გამოადგა?
ან კიდევ ბნ გიორგი მუსხელიშვილს რა უნდოდა ჩინეთში ქ გუანჯოუში ერთი კვირით 7217 ლარით სამივლინეო ხარჯით? ან ნიუორკში 15 დღეში 9200 ლარი სამივლინეო ხარჯით?
თქვენ ხართ ბიუჯეტის მატლები და ვირთხები რომლებიც ასე ურცხვად ანიავებთ ჩვენს ბიუჯეტს თქვენს გულავში და დროის ტარებაში!!!
ერთერთმა დელეგაციამ ესპანეთი დაათვალიერა მეორემ გერმანია მესამე კიდევ სხვა!!! თქვენ რატომ უნდა იყოთ თბილისის საკრებულოს წევრები? თქვენ ხართ თბილისის და საქართველოს მტრები!!!
ზაზა კოლელიშვილმა რა ჰქნა ასეთი კორეაში 6 დღეში 5000 ლარი რომ წაიღო და წავიდა???
სირცხვილი თქვენ ყველას!!! და თქვენ ბედავთ და ოპტიმიზაციაზე საუბრობთ? ოპტიმიზაცია იქნება თუ ამ ხარჯებს მოიკლებთ, ერთ ადგილს თბილისში დააყენებთ და საქმეს მიხედავთ!
მხოლოდ 2016 წელს სამივლინეო ხარჯებზე გაწერილია თითქმის 250 000 ლარი… ხაზს ვუსვავ ეს არის სამივლინეო ხარჯები!!! უსინდისოები ხართ!!! თქვენს სეირში დაიხარჯა 20 ადამიანის წლიური ხელფასი!!! თქვენს დანამატებში იხარჯება 35 ადამიანის წლიური ხელფასი! აი ეს არის თქვენი ოპტიმიზაცია!

კომენტარის დატოვება