საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს!

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

შეარჩევი ეტაპის მატჩი თბილისში ისლანდიის გამარჯვებით, 80:77 დასრულდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი კალათბურთში აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.