ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ტერიტორიაზე, არსებული ინფორმაციით, გაზი აფეთქდა. დანგრეულია შენობა, სადაც დამონტაჟებული იყო საავადმყოფოს გათბობის სისტემა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სპეციალური სამსახურები იმყოფებიან, ისინი მომხდარის მიზეზს სწავლობენ.