ქუთაისში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა | ახალი დეტალები

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

ძლიერი აფეთქების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობების მინები ჩაიმსხვრა, ასევე დაზიანდა სასწრაფო დახმარების მანქანები.

ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ინფორმაციით, გაზი აფეთქდა. ადგილზე იმყოფებიან სპეციალური სამსახურები, რომლებიც მომხდარის მიზეზებს სწავლობენ.