ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, ის 22 თებერვალს გაუჩინარდა.
TV25-ს ინფორმაციით, დაღუპული ბელარუსის მოქალაქე იყო.

35 წლის ქალი ზღვაში მეგობართან ერთად ძაღლის გადასარჩენად შევიდა, უკან გამოსვლა კი ვეღარ შეძლო.

შსს-მ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.