“დიაგნოზს სვამს მთავრობა, შემდეგ იმეორებენ ექიმები” – გიული ალსანია დავარაშვილის გუშინდელ განცხადებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კლინიკა “ვივამედის” ექიმის, თამარ დავარაშვილის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ის “ბრძანებებს ასრულებს”.

ალასანიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებზე ჯერ მთავრობა საუბრობს, შემდეგ კი მათ განცხადებებს კლინიკის ექიმები იმეორებენ.

“[მიხეილ სააკაშვილს] ყოველთვის აქვს სიცხე, ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი. წნევა – 160, 150, ეს ადამიანს, რომელსაც ჩვეულებრივ ნორმალურ მდგომარეობაში ყოველთვის ჰქონდა დაბალი წნევა. დღეს ისეთი წნევა აქვს, რომელსაც მივყავართ ინსულტისკენ. აქვს ფეხების ტკივილი.

[დავარაშვილის განცხადება] არის ამ ბრძანებების მორჩილება და ამ ბრძანებების შესრულება. სურათი ნახეთ როგორი გვაქვს, დიაგნოზებს სვამს მთავრობა, შემდეგ იმავეს იმეორებს იუსტიციის მინისტრი, შემდეგ იმავეს იმეორებენ აქ ექიმები, ჩვენ სულელები ხომ არ ვართ”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსნებთ, გუშინ, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის რიტორიკა გაიმეორა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მიზანია “დამძიმდეს და გაათავისუფლონ”.

ნახეთ ასევე: “ჩემი მიზანია, პაციენტი კარგად იყოს, მიხეილ სააკაშვილის მიზანია, დამძიმდეს და გაათავისუფლონ” | დავარაშვილი ბრეგაძის რიტორიკას იმეორებს