“შეარყევს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს” – ნედ პრაისი “ოცნების” რუსულ კანონზე

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი, საქართველოს პარლამენტში ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს უმწვავესად აკრიტიკებს:

“ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მის (კანონის) შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები.

მიგვაჩნია, რომ ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომელსაც ქართველი ხალხი ასე მკაფიოდ გამოხატავს ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს „უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტს“ – აშკარად მცდარია. სინამდვილეში, კანონმდებლობას, რომელსაც ვკითხულობთ, როგორც ჩანს, ფესვები აქვს რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობაში და არა – ამერიკულ კანონმდებლობაში.” , – განაცხადა ნედ პრაისმა.