პრეზიდენტი რუსულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტი კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ვეტოს დაადებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, გენდერული თანასწორობის ყოველწლიურ პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

“კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი, ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.