„ამ განცხადებით ეცადნენ გადაეფარათ გაზპრომთან გაფორმებული მოღალატეობრივი ხელშეკრულება”

ნიკა მემანიშვილი

უფლებადამცველი

-„მორიგი პოპულისტური განცხადება მოვისმინეთ მთავრობის მეთაურისგან. პროსტიტუციის კერებთან დაკავშირებით. ეს არის იაფფასიანი ქმედება ერთჯერადი პროპაგანდისტული შეფასება, რომელსაც არ მოჰყვება შესატყვისი რეაგირება, ასეთი ინიციატივები მიზნად ისახავს მხოლოდ ყურადღების გადატანას სხვა უამრავი პრობლემიდან და რეალურად საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრას წარმოადგენს.

სიმართლე ის გახლავთ, რომ პროსტიტუციის კერებს მფარველობენ გარკვეული მაღალჩინოსნები, ამ მფარველობის სანაცვლოდ მილიონებს იდებენ ჯიბეში. ასე რომ ამ სისტემას არა ფუჭი განცხადებების კეთება, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა, რომელიც რეალურად მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემას. სამწუხაროდ, ეს მორიგი პიარ განცხადებაა. ამ განცხადებით ეცადნენ გადაეფარათ გაზპრომთან გაფორმებული მოღალატეობრივი ხელშეკრულება. მხოლოდ პრემიერის მიერ მითითებულ ადგილზე არ არის მსგავსი მდგომარეობა, ჩვენი დედაქალაქის ცენტრში მრავალი ასეთ დაწესებულებაა, სადაც არასრულწლოვან გოგო–ბიჭებს აიძულებენ ჩაერთნონ პროსტიტუციაში.

რამდენიმე თვის წინ გავმართეთ აქცია, სადაც გავაჟღერეთ მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სამწუხაროდ არც ტელევიზიებს და არც ოფიციალურ უწყებებს ინფორმაციის გადამოწმებაც კი არ უცდიათ, ეხლა როდესაც პრემიერმა გააკეთა განცხადება, სამი დღე ეკრანებიდან არ გავა ეს თემა. მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ როგორც თავში ვთქვი ეს ე. წ. ,,შემოგდებული თემაა”, რომლის მთვარი მიზანიც ყურადღების გადატანის მცდელობაა უამრავი პრობლემიდან ასეთ საკითხებზე.

აღდგომა და ხვალეო… თავად ნახავთ, რომ ასე იქნება… კიდევ ერთელ ვიმეორებ, კონკრეტული კლანები და მაღალჩინოსნები მფარველობენ ამ ბიზნესს.

კომენტარის დატოვება