ახალი აღმოჩენა – ქართული კვალი ინგუშეთში და ვარაუდი თამარ მეფის საფლავზე…

ინგუშეთის მთებში, ახალი გზის მშენებლობისას აღმოჩენილი იქნა მღვიმე, რომელიც, როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ შესაძლებელია თამარ მეფის განსასვენებელი იყოს, სანამ გამოკვლევები არ ჩატარდება დანამდვილებით რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ არქეოლოგების ვარაუდს აძლიერებს ის, რომ თამარ მეფის საფლავი ამ დრომდე ნანახი არ არის. მეცნიერების თქმით, მღვიმის სახელიც-თარგიმი-თამარის სახელთანაა დაკავშირებული.

ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ეს ის მღვიმეა, რომელშიც 22 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს და ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც მეფე თამარი ინგუშეთი გადმოასვენეს. მეცნიერების ნათქვამს ამყარებს ისტორიული მონაცემები და ქრისტიანული ტაძარი ქართული კულტურის ელემენტებით.

ინგუშეთის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის უმალატ გადიევის თქმით, ინგუშეთსა და საქართველოს შორის ოდითგანვე იყო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული სიახლოვე.

-„თამარის მეფობის დროს საქართველოს ოქროს ხანა ედგა. ინგუშეთის ფოლკლორი თამარის მეფობის ხანას დაწვრილებით აღწერს და განსაკუთრებულ ყუდარღებას უთმობს მეფის დამოკიდებულებას ქრისტიანულ ტაძართან თხაბა-ირდისთან. მართალია ჯერ დანამდვილებით რაიმეს თქმა რთულია, საჭიროა არა მხოლოდ გამოქვაბულის შესწავლა, არამედ მისი მიმდებარე ტერიტორიისაც, თუმცა ახლადაღმოჩენილ ღვიმეში ქართველი მეფის საფლავის არსებობის დიდი ალბათობაც არსებობს“-ამბობს გადიევი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ადგილთან ახლოს ნაპოვნია კიდევ ერთი ქრისტიანული ეკლესიის  ნანგრევები, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ ქართული ფესვები ინგუშეთშიც გადიოდა.