“თეამ იცრუა, მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, პატიოსანი ხალხი არ იყიდება!..”

ზაზა ხატიაშვილი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

პატივცემულო ადვოკატებო! გაიზიარეთ ყველამ!
პატივცემულო ადვოკატებო ! დიდი გამარჯვება მიღწეულია! სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა , ევროსაბჭომ საქართველოს მთავრობის სია უკან დააბრუნა , რითაც შეიქმნა პრეცედენტი იმისა , რომ თუ იბრძოლებ, აუცილებლად გაიმარჯვებ.

ექვსი თვე ვიბრძოლე , ვატარე აქციები სტასბურგში ,რომ თეა წულუკიანის კანდიდატები ჩავარდნილიყო და ჩვენ გვყოლოდა პატიოსანი მოსამართლე ადამიანის უფლებათა სასამართლოში.ჩემი ბრძოლა იყო ადვოკატთა კორპუსის პრესტიჟის საქმე, ოქტომბერში ვამტკიცებდი , რომ სია დავბლოკე, თეა წულუკიანი ამტკიცებდა საპირისპიროს, საბოლოოდ როგორც ყოველთვის ხდება თეამ იცრუა, მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს,პატიოსანი ხალხი არ იყიდება.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კანდიდატების შესარჩევად ქართულ მხარეს ხელახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევს. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შერჩეული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი ევროპის საბჭოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტს დღეს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა საკმარისი ხმები ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო.

კომენტარის დატოვება