ქუთაისის სარდაფში არსებული სიტუაციით სამართალდამცავები დაინტერესდნენ

რამდენიმე საათის წინ  მედიაში გავრცელებული კადრებით, რომელიც   ქუთაისის მეხუთე სკოლაშია გადაღებული,  სამართალდამცავები დაინტერესდნენ და გამოძიება დაიწყო.

როგორც გაირკვა აღნიშნული მეხუთე  სკოლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია  და ის  24-ე საჯარო სკოლასთან ერთად  ერთ შენობაშია განთავსებული.  როგორც დირექციაში განმარტავენ,  აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლას არასდროს უსარგებლია  სარდაფით.

რესურსცენტრში კი აცხადებენ, რომ ქუთაისის მეხუთე საჯარო სკოლა მათ კონტროლქვეშ არ არის და ის აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაშია.   ხოლო 24-ე სკოლა მათ კონტროლქვეშაა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული კადრებში ჩანს , თუ როგორ ყრია   სარდაფში  სხვადასხვა სახის  ნარჩენებთან ერთად  ერთჯერადი შპრიცები, მარიხუანას მოხმარების ნივთები, სასმელის ბოთლები  და სიგარეტის ნამწვავები.