თბილისის მოსახლეობის ნაწილს 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს სხვადასხვა სამუშაოს გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის, სოფელი ქვემო ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ბანძელაძის, აფაქიძისა და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მეფე არჩილის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალის, გეხტმანისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიასა და ზურა ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბრონშტეინის I ჩიხის მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, V მიკრორაიონების, ნანეიშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, იოსებ ჟორდანიას, მერი შერვაშიძის, ტარას კვარაცხელიას, გენო ადამიას, ჯუმბერ ბეთაშვილის, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას, ხეჩუაშვილის, ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, მესხეთისა და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირისა და ბარამიძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ძმები კაკაბაძეების, გურიის, ბარნოვისა და ზანდუკელის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსისი გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, ბოლნისის, მანავის, დირსიჭალის, ჩკალოვის, აბრამიშვილის, ლობჟანიძის, მალხაზის, იუნკერთა, მიკოლა ბაჟანის, სოლომონ დოდაშვილის, სახალხოს, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის და აჰმად ჯავადის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბახვის, ქედის, ბურების, კარდანახის, სპარტაკის, გაბისკირიას, გრემის, შემოსავლის, ორხევის, ელენე ახვლედიანის, კალატოზის, ურიცკის, სამრეკლოს და მაცეხის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IVა მიკრორაიონისა და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წყნეთისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.