ვლადიმერ კახაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ფიქრობს ყველა იმ ცვლილებაზე, რომლითაც ჩვენ ღირსეულად წარმოვჩინდებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის

„ჯანდაცვის სამინისტრო ფიქრობს ყველა იმ ცვლილებაზე, რომლითაც ჩვენ ღირსეულად წარმოვჩინდებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში, კითხვარზე ჩვენ პასუხებზე შეფასების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ სწორ პასუხს“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა.

მისი თქმით, მინისტრის ანგარიშში ჩანდა გამოწვევების ხედვა და წარმოდგენილი იყო სტრატეგია.

„მინისტრის პასუხები იყო გენიალური. მოსმენის დროს იყო მცდელობა, რომ სხვადასხვა სიტყვებით ემოქმედათ მის ნერვულ სისტემაზე, თუმცა საჯარო მოხელემ, რომელსაც აქვს პატივი ემსახუროს თავის ხალხს, არ დაიმდაბლა თავი და არ გასცა მათ ისეთი შინაარსის პასუხები, რასაც იმსახურებდნენ. მინისტრმა პერსპექტივაში დაგვანახა ხედვა, მიუხედავად სოციუმში დაგროვილი საკითხებისა, ქვეყნის წინაშე გარდამავალ პერიოდში არსებული რთული გამოწვევებისა“, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password