თენგიზ ცერცვაძე: „რემდესივირით“ 100-ზე მეტ მძიმე ავადმყოფს ვუმკურნალეთ და ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ  მათ „რემდესივირით“ 100-ზე მეტ მძიმე ავადმყოფს უმკურნალეს და ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა.

„100-ზე მეტმა ავადმყოფმა „რემდისივირი“ უკვე გამოიყენა. ჩვენ ამ ეტაპზე ამას შეთავაზების სახით, პაციენტის ნებართვის საფუძველზე ვაკეთებთ. ვიცით, რომ ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, თუმცა, ინფექციურ კლინიკაში მიღებული შედეგები იმაზე დადებითია, ვიდრე ველოდით. ვისთანაც გამოვიყენეთ, ისინი მძიმე ავადმყოფები იყვნენ და ამ 100 პაციენტიდან ყველა გამოჯანმრთელდა. იყო შემთხვევები, როცა გართულებულ პაციენტებს იცავდა დაავადების პროგრესირებისგან. შორსმიმავალ პროგნოზებს არ ვაკეთებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ვისთანაც გამოვიყენეთ 90%-ზე იდეალურად იმოქმედა“, – განაცხადა ცერცვაძემ.