წვიმა, ელჭექი და სეტყვა – ამინდის პროგნოზი საქართველოში 13 ივნისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს – თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.