„დაიცავი შენი მიკედლებული” – პარლამენტთან აქცია გაიმართა

“დაიცავი შენი მიკედლებული” – ამ სახელწოდებით თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციას სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ.

„დაიცავი სხვისი მიკედლებული, სანამ იგივე პრობლემა შეგეხება შენ და შენს მიკედლებულს!
დაისაჯოს სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლით ყველა ის პირი თუ პირები ვინც სასტიკად ეპყრობა მიუსაფარ ცხოველებს” – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.