აფხაზეთში დარჩენილი 17 წლის გმირი და 25 წელი შვილის საფლავის ნანატრი დედა

მათი სახელები უნდა იცოდნენ მომავალმა თაობებმა!

ისინი თანამედროვე ისტორიის ოქროს ასოები არიან!

აფხაზეთის ომის გმირის, გოგიტა კიკნაძის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა. 25 წელია მისი ოჯახი გოგიტას საფლავს ნატრობს, მაგრამ იმედს არ ჰკარგავს, რომ დაბრუნება იქნება და მის საფლავს იქ, აფხაზეთში იპოვნიან.

გოგიტას და, თამარი ახლა ავღანეთში სამშვიდობო მისიითაა წასული, უკვე მეორედ ხვდება ძმის გარდაცვალების დღეს უცხო მიწაზე და უკვე მეორედ გადაუხდის პარაკლისს საყვარელ და გამოუტირებელ ძმას სამშობლოდან შორს.

…დიდხანს ელოდნენ ოჯახის წევრები 17 წლის გოგიტას, დედ-მამა ყოველ დილით აეროპორტში მიდიოდა და გვიან საღამომდე იყვნენ იქ, თავიანთი თვალით ხედავდნენ გარდაცვლილ და დაჭრილ პირტიტველა ბიჭებს, საკუთარი შვილივით დაიტირებდნენ ხოლმე და მეორე დილით ისევ იმედით მიეშურებოდნენ აეროპორტშ. ასე გადიოდა დღეები…ერთ დღეს მათი სახლის ეზოში ხელებდაბინტული მებრძოლი მივიდა და მეზობლებს უთხრა-იმათ ვერ ვეტყვი და გოგიტა ცოცხალი აღარ არის, ვერ ჩამოვასვენეთო…ყველას უყვარდა გოგიტა და ყველამ განიცადა, მაგრამ ოჯახს ვერ ეუბნებოდნენ…ერთ დილით კი, როცა დედ-მამა ისევ აეროპორტში მიდიოდა, მეზობელმა მამას უთხრა-გოგიტა აღარ გვყავსო! დედა კიბეებზე იყო ეს რომ გაიგო და…და იმ დღის მერე არ შეშრობიათ თვალზე ცრემლი. მამა გოგიტაზე დარდს გადაჰყვა, დედა კი 25 წელია შვილის საფლავს ნატრობს, 25 წელია მისი დები იმედს არ კარგავენ…

დიდება გმირებს!

ეს მისი მისი დის, თამარ კიკნაძის სიტყვებია:

თამარ კიკნაძე:

-ჩემო გმირო ვაჟკაცო ძამიკო რაც დრო გადის მეტი ტკივილი ხარ ჩვენთვის მენატრები ტკივილამდე და ეხლა უფრო მესმის შენი რასაც გზნიცდიდი ბრდოლის ველზე შენ ერაერთი მებრძოლი გადაარჩინე და არ მიატოვე ბრძოლიხ ველზე დაჭრილები მეამაყები ჩემო მოურჩენელო ტკივილო 2 ოქტომბერი მოდის და გულს ეტირება შენი საფლავი რომ დღემდე არა გვაქვს კვლავ თავს ვიიმედებ და მჯერა რომ გიპოვით და ღირსეულად აგიგებთ წესს როგორც ვაჟკაცს ეკადრება. სანამ მე პირში სული მიდგას გპირდები ყველა ვეტერანს გვერდით დაუდგე გპირდები გავითავისო ყველა ჯარისკაცის ტკივილი და დავიცვა მათი უფლებები .

მენატრები ჩემო ღიმილის ბიჭო!

ქედს ვიხრი სამშობლოსათვის თავდადებულ ვაჟკაცდბის წინაშე! თქვენ შექმენით ახალი ისტორიის ეპოქა და დადგება დრო მომავალი თაობა აღიზრდება თქვენს ისტორიაზე”