„უნდა დადგინდნენ პირები თუ ორგანიზაცია, ვინც ცდილობს დაპირისპირების ინსპირირებას და შუღლის გაღვივებას“

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და გაავრცელა განცხადება-მიმართვა რომელშიც აღნიშნულია:

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მოხდა სოფელში მდებარე მე-10 საუკუნის ტაძართან, რომელსაც რესტავრაცია უტარდება.

ადგილობრივებმა, ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ კულტურის სამინისტროს ბალანსზე მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავს, შეღწევა სცადა. აღნიშნულს კი, პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად, რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა.

სოფელ კუმურდოში ვითარების ადგილზე გარკვევის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ცოტა ხნის წინ ჩავიდა.“ მინისტრი ამ წუთებში ადგილობრივებს ხვდება.“

აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი თევზაძე მიმართავს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს დაუყონებლივ მოახდინონ გადაუდებელი რეაგირება აღნიშნული ფაქტის ირგვლივ:

-დადგენილი იქნენ ის პირები თუ ორგანიზაცია, ვინც ცდილობდს ქართველთა და სომეხი ეროვნების დაპირისპირების ინსპირირებას და შუღლის გაღვივებას ,ალბათ მესამე ძალის წაქეზებით… ამასასთანავე ადგილობრივმა მცხოვრებმა სომეხი ეროვნების მოსახლეობის ნაწილმა უნდა გაიცნობიეროს ის რომ მან პატივი უნდა სცეს ქართულ ისტორიულ კულტურის ძეგლებს და ტაძრებს ასევე პატივისცემა ორხმრივია მნიშვნელოვანია იმედს გამოვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები გაატარებენ ყველა გადაუდებელ ღონისძიებას რათა მომავალში არ ქონდეს ადგილი ამგვარ პროვოკაციულ ქმედებებს ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი”-აცხადებს თევზაძე.

შეგახსენებთ: სოფელ კუმურდოში ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d/