ასე შევაფასებ დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერებს, რაც არუნდა შეცდომა დაუშვას ,,ქართულმა ოცნებამ” მაინც მიგაჩნიათ, რომ ,,რეგვენია,” ოღონდ პოზიტიურ კონტექსტში – ალექსანდრე კობაიძე

უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე სოციალურ ქსელში  კოგნიტურ დისონანსზე და თავში ჩაბეჭდილი, ამოჩემებული აზრის ტარებაზე  წერს.

როგორც კობაიძე აღნიშნავს, რაც უფრო ჩაგვებეჭდება თავში აზრი, რომ რაღაც სიმართლეა, მით უფრო ნაკლებია ვარაუდი იმისა, რომ დავიჯეროთ საპირისპიროს მართებულობა.

„კოგნიტური დისონანსი -განსხვავება, რომელიც არსებობს მას შორის, რაც გონებით ვირწმუნეთ და რასაც ვგრძნობთ ან ვხედავთ რეალურად.

თეორია მარტივია: რაც უფრო ჩაგვებეჭდება თავში აზრი, რომ რაღაც კონკრეტული  სიმართლეა, მით უფრო ნაკლებია ვარაუდია იმისა, რომ დავიჯეროთ საპირისპიროს მართებულობა მაშინაც კი, როდესაც არსებობს აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ვცდებით.

მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კოლეგა ბილი რეგვენია, რაც უნდა გააკეთოს, მის საქციელს ყოველთვის ამ კუთხით შეაფასებთ და იმ ჭრილში დაინახავთ, რომელიც მის სირეგვენეს აჩვენებს. მაშინაც კი, როცა ის ასე არ იქცევა, ამას წესის გამონაკლისად ჩათვლით, რომლის მიხედვითაც – ბილი მაინც რეგვენია. მას შეიძლება, წლები დასჭირდეს, რომ თქვენი ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალოს. ეს არის კოგნიტური დისონანსი.

ასე შევაფასებ დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერებს, რაც არუნდა შეცდომა დაუშვას ,,ოცნებამ” მაინც მიგაჩნიათ, რომ ,,ქართულმა რეგვენია” ოღონდ პოზიტიურ კონტექსტში,” -წერს ალექსანდრე კობაიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქციის 20 მონაწილე დააკავა, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან  კარვების გაშლას ითხოვდნენ.

ასევე ცნობისთვის, დღესაც ხმაური იყო პარლამენტთან იმავე მოთხოვნით – საპროტესტო აქციის მონაწილეებს გაეშალათ კარვები.