“რუსთავში პროფესიონალებს გამოუცდელი კადრებით ანაცვლებენ! გათავისუფლებები გრძელდება!”

სააგენტოზე მასალის  „პოლიტიკურ „აიწონა- დაიწონას“ რუსთავში მარტოხელა დედა, „ოცნების“ წევრი შეეწირა“, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%9C/

მასალის გამოქვეყნების შემდეგ რუსთავიდან მოქალაქეთა ჯგუფი დაგვიკავშირდა და საჯარო წერილის გამოქვეყნება გვთხოვა. მათი თქმით გრძელდება გათავისუფლებების სერია და უახლოეს დღეებში კიდევ იგეგმება თანამშრომლების გაშვება.

თემის აქტუალურობიდან გამომდინარე წერილს უცვლელად გთავაზობთ:

-„  2017 წლის 1 თებერვალს ააიპ „რუსთავის კორპუსი“-დან უსამართლოდ გათავისუფლდა ორი შტატგარეშე მოსამსახურე. მათ შორის ერთი აფხაზეთიდან დევნილი და ამავე დროს 24 წლის მარტოხელა დედა. ააიპ „რუსთავის კორპუს“-ში მომუშავე 15 შტატგარეშე თანამშრომლებიდან გაუგებარია გასათავისუფლებელ მუშაკთა შერჩევის წესი. გათავისუფლდა 2 ისეთი თანამშრომელი, რომელთაც აქვთ მეტი სამუშაო გამოცდილება, არა მხოლოდ ააიპ „ რუსთვის კორპუს“-ში, არამედ სხვა სახელმწიფო უწყებებში. სამაგიეროდ სამსახურში შტატგარეშე პოზიციებზე დარჩნენ ახალი მიღებული და არაკომპეტენტური კადრები. (მაგ: კულინარები, მასაჟისტები, მედოლეები და ა.შ.) მოვლენების ამგვარი განვითარება დაიწყო მას შემდგომ, რაც სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლდა ააიპ „რუსთვის კორპუსი“-ს ყოფილი ხელმძღვანელი ირმა მესხი და მ/ შ დაინიშნა სამსახურის მოქმედი მოადგილე ზვიად ლაბაძე, რომელიც არის გამოუცდელი და არაკომპეტენტური კადრი. ამ უკანასკნელის დანიშვნის შემდგომ მიმდინარეობს სამსახურის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, დაიწყო პროფესიონალი და გამოცდილი კადრების შევიწრივება და სამსახურიდან გათავისუფლება. უახლოეს დღეებში იგეგმება რამოდენიმე პროფესიონალი და დიდი გამოცდილების მქონე კადრების გათავისუფლება.

ახალი დირექტორის მ/შ დანიშვნის შემდგომ „ ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“ არ მუშაობს. არ განხორციელებულა არცერთი სახის ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც იწვევს ამხანაგობის თავჯდომარეებისა და მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომას. პრაქტიკულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი სამსახური უფუნქციო და პარალიზებულია.

თანამშრომლები დაიღალნენ უშინაარსო, არაფრის მომცემი თათბირების მოსმენით, რომლის ავტორი თავად ზვიად ლაბაძეა. მიუხედავად იმისა, რომ ირმა ზარქუა და ანა სარაჯიშვილი აქტიურად იყვნენ ჩართული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ღამეებს ათენებდნენ პარტია „ქართული ოცნებ“-ის ღირსეული გამარჯვებისთვის, ღამეების თენება უპარტიო და საერთოდ გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ზვიად ლაბაძემ ასე დააფასა. ამ უკანასკნელის პოლიტიკური გამოცდილება მხოლოდ შემოიფარგლება 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში მამამისის – ღრმად პატივცემული მარლენ ლაბაძის მხარდასაჭერი სამუშაოებითა და 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში N30 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარის გიორგი ბეგაძის გვერდით მოსახლეობასთან შეხვედრების დროს პოზიორობით შემოიფარგლა. აღსანიშნავია, რომ ეს „ დიდი გამოცდილება „ დაუფასდათ ლაბაძეებს და მარლენ ლაბაძის გამოუცდელი შვილები წამყვან ააიპ-ებში მოადგილეების პოზიციებზე დაინიშნენ. როდესაც პოლიტიკურად უმწიფარი, გამოუცდელი და არაკომპეტენტური კადრები დაუმსახურებლად ინიშნებიან წამყვან პოზიციებზე, ეს იწვევს არასახელმწიფოებრივ და არაჯანსაღ გადაწყვეტილებათა კასკადს!“

 

კომენტარის დატოვება