ტოკიოში ოლიმპიური თამაშების გადადებას არ აპირებენ

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო ტოკიო  2020 წლის ოლიმპიური თამაშების გაუქმებას არ აპირებს.  ორგანიზატორებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს  ზაფხულში დაგეგმილ ღონისძიებას გააუქმებენ, ან  გადადებენ.

“ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ჩვენ პრევენციულ ზომებს ვანხორციელებთ, რომ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ თამაშებს.  მზადება გრძელდება და არც არასდროს განვიხილავდით თამაშების შეფერხებას”- განაცხადეს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახურში.

ტოკიოს თამაშები 24 ივლისს აიღებს სტარტს და 9 აგვისტოს დასრულდება.