რამდენად ხშირია სექსუალური ძალადობა სამსახურში და დისკრიმინაციის მიზეზები…როგორ დავიცვათ თავი?

დავით დოლიძე 

ძალადობას ყოველთვის თან ახლავს პირადი ღირსების შეურაცხყოფა. ის შეიძლება გამოვლინდეს მუქარით, დამცირებით, დაშინებით, პირადი საკუთრების ხელყოფით, საჯარო შეურაცხყოფით ან სექსუალური ექსპლუატაციით. ჩვეულებრივი ყოფითი საწყენი რეპლიკები და კრიტიკული გამოხტომები სხვა არაფერია, თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგანაც ეს უცილობლად აისახება ვისიმე ემოციონალურ ან ფიზიკურ მდგომარეობაზე. ცუდი გუნება-განწყობილება ან დაგროვილი გაღიზიანება კი არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს მსგავს გამოვლინებებს.

ბოლო დროს, სექსუალური ძალადობის თემა სამსახურებში სულ უფრო აქტუალური ხდება. რატომ ხდება მსგავსი ტიპის დისკრედიტაცია და რა უნდა ქნას ამ დროს დაზარალებულმა? ამის გასარკვევად არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველო სამართლის გზაზეს“ დამფუძნებელს, უფლებადამცველ თინათინ ანდრონიკაშვილს გავესაუბრეთ.

ქალბატონო თინათინ, პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენად ხშირია ჩვენს ქვეყანაში სამსახურში ძალადობის და სხვა ტიპის დისკრედიტაციის ფაქტები?

დღესდღეობით ცნობილი ფაქტია, რომ ქალებსა და კაცებს სამსახურში სხვადასხვაგვარად ეპყრობიან. მიუხედავად იმისა, რომ არის შემთხვევები, როდესაც
ქალებს მეტი პრვილეგია აქვთ, ძირითადი სურათი შემდეგია, რომ ქალებს არასათანადოდ აფასებენ. ქალებსა და კაცებს შორის მართლაც რომ არსებობს განსხვავებები, მაგრამ მიზეზი ქალთა დისკრიმინაციისა სამსახურში, სწორედ რომ ამ განსხვავებების არააკურატული აღქმა ხდება ხოლმე. ამიტომაც, დღესდღეობით არსებითი მნიშვნელობისაა აღიწეროს და გამოვლინდეს გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევები დასაქმების სხვადასხვა სფეროში. ის ფსიქოლოგიური ასპექტები, რომლებიც ხელს უწყობს დისკრიმინაციის გავრცელებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დისკრიმინაცია არ იქნას განხიული ვიწრო კონტექსტში. დისკრიმინაცია არის გლობალური პროცესი. სამოქალაქო, ფიზიკური თუ სოციალური ნორმები, რომლებიც გავრცელებულია სამსახურში, შეიძლება ნიღბავდეს იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებსაც აწყდებიან ქალები და კაცები მუშაობისას. აგრეთვე დიდი ყურადღება ექცევა და მოითხოვს ახნსა–განმარტებას  და გადაჭრის გზების მოძიებას იმ შედეგებზე ორიენტირება, რომელსაც ადამიანი იღებს სამსახურიდან, მაგალითად კომპენსაცია.

მაინც რა მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ჩვენ მართლაც ვხვდებით გენდერულ დისკრიმინიაციას სამსახურებში?

ტრადიციული განმარტება გენდერული დისკრიმინაციისა სამსახურში ხაზს უსვამს იურიდიულ წესებსა და კანონებს. მაგალითად USA-ში 2 ძირითადი მტკიცებულება არსებობს გენდერული დისკრიმინაციიის არსებობის:

1) განსხვავებული განმარტება–თავს იჩენს მაშინ, როდესაც ინდივიდებს ეპყრობიან
განსხვავებულად „უპირატესი“ ჯგუფის წევრობის ან არწევრობის გამო. ასეთი განსხვავებული მოპყრობა მოიცავს შემთხვევებს, როდესაც დამქირავებელს არ სურს აიყვანოს თანამშრომელი მხოლოდ იმიტომ რომ ის ქალია, უარს ამბობს მის დაწინაურებაზე, ინტერვიუს დროს უსვამს ისეთ კითხვებს, რომლებიც არ დაუსვამს მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის, აძლევს დაბალ საწყის სახელფასო შეთავაზებას.
2) უფრო მრავალმხრივი განმარტება გენდერული დისკრმინაციის (დამანგრეველი შედეგებით) წარმოდგენილია ფაქტით, რომ კონკრეტული ჯგუფის წევრებზე უარყოფითად მოქმედებს სამსახურეობრივი გადაწყვეტილებები და პრაქტიკა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს პრაქტიკა განზრახ არ ახდენს დისკრიმინაციას, მაინც უფრო დიდ პერსპექტივას აძლევს კაცებს ვიდრე ქალებს.

ძირითადად რაში გამოიხატება ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის დისბალანსი და ქალთა დისკრედიტაცია?

როგორც წესი, ქალებს უკავიათ ნაკლებადპრესტიჟული და ზემოქმედების უნარის მქონე პოზიციები, ვიდრე კაცებს, ასევე, დაწინაურებას ორგანიზაციებში უფრო დიდი ძალისხმევის შედეგად აღწევენ ქალები, ვიდრე კაცები. მათთვის პერსპექტივა გაცილებით დიდია. საპირისპიროდ, ქალები იღებენ გაცილებით დაბალ საწყის ხელფასს, დაწინაურების ნაკლებ შანსს და ნაკლებ სარგებელს სამსახურეობრივი ტრანსფერისა და შეცვლის დროს. მკვევარები, რომლებიც იკვლევდნენ გენდერულ დისკრიმინაციას და საქმების სფეროში ხაზს უსვამენ, რომ სტატისტიკური მაჩვენებელი ქალებისა, რომლებიც აცხადებენ სამსახურში განცდილი დისკრიმინაციის შესახებ არის შემაშფოთებლად მაღალი(დაახლოებით10%,მხოლოდ ისინი ვინც აცხადებს და თამამად ლაპარაკობს ამის შესახებ). უფრო მეტიც, ბიზნეს-სკოლა „ალუმნის“ შესწავლამ აჩვენა, რომ ორივე- ქალებიცა და კაცებიც აღიარებდნენ, რომ ქალები უფრო არიან დისკრიმინირებულები სამსახურში ვიდრე კაცები. უნდა აღინიშნოს, რომ განსხხვავებულ დისკრიმინაციულ მოპყრობებზე გავლენას ახდენს განსხვავებები პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში.

რას იტყვით კერძო თუ სახელმწიფო სამსახურში სექსუალური ძალადობის ფაქტებზე? მსხვერპლი მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან როგორც წესი თუ მამაკაცებიც?

აშკარაა, რომ ქალები და კაცები სამსახურში იღებენ სხვადასხვა შთბეჭდილებებს, დაფასებასა თუ შეფასებას. საბოლოო ჯამში კი შეიძლება ითქვას, რომ ისინი იღებენ სხვადასხვა სამსახურეობრივ გამოცდილებას.

რამდენად ხშირია სექსუალური ძალადობის ფაქტები დაწესებულებებში, თუ მიდის ამაზე გამოძიება და იმართება პროცესები? ასევე საინტერესოა რა უნდა გააკეთოს ამ დროს მსხვერპლმა?

ჩვენთან ძირითადად დაზარალებულები თავს იკავებენ და არ მოგვართავენ უფლებადამცვბელებს. სხვაგვარად ჩვენ ვერ გავიგებთ ასეთი ფაქტის შესახებ თუ მათ არ განაცხადეს. შესაბამისად იშვიათია სასამართლო პროცესები მსგავსი სექსუალური ძალადობის საქმეზე. დასავლეთში ეს ასე არ არის. დაზარალებულებს ვურჩევდი დროულად მიმართონ შესაბამის უწყებებს. დამალვა არ არის გამოსავალი. დამნაშავე და მოშანტაჟე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ახლა დავუბრუნდეთ ზემოთ ნათქვამს,მაგრამ დღესდღეობით, ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით ამ სფეროში ეს არის სამსახურეობრივი გარემოს სექსუალიზაცია, სექსუალური ძალადობა. ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობა ბუნებრივია მდედრობითი სქესის წარმომადგენელია.სექსუალური ძალადობის სხვადასხვა სახეებს არჩევენ და სამსახურში სექსუალური ძალადობა 3 ძირითად კატეგორიაში ერთიანდება:

1) ვერბალური გამოწვევა (სექსუალურ, არაადეკვატურ თემებზე ლაპარაკი).

2) ვერბალური კომენტარები( სექსუალური ფრაზები, შენიშვნები, შეთავაზებები).

3)არავერბალური ძალადობა (სექსუალური შეტევა, თავდასხმა, სექსუალური პოზირება, იძულება).

ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან, ძირითადათ რომელი უფროა გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში და რა არის ამის მიზეზი?

კვლევები აჩვენებს, რომ ქალთა დიდი ნაწილი განიცდის სექსუალური ძალადობის რომელიმე ფორმას სამსახურში. უმეტესად ვხვდებით ვერბალურ გამოწვევასა და კომენტარებს, თუმცა არავერბალური ძალადობაც საკმაოდ გავრცელებულია და მოითხოვს რეაგირებასა და პრობლემის გადაჭრის გზების შემუშავებას. სექსუალურ გამოცდილებაზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია რიგი ფაქტორების გამო, იგი იწვევს:

შემცირებულ პროდუქტიულობას, შემცირებულ დაწინაურების შესაძლებლობას, კადრების დენადობას, აბსენტიზმს, მორალურ კრიზისს, შრომითი კმაყოფილების დაქვეითებას.

რამდენად აისახება მსგავსი ტიპის ძალადობის შემთხვევა, იმ კომპანიის იმიზსა თუ რეპუტაციაზე სადაც ეს ფაქტი მოხდება?

ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სექსუალური
ძალადობა ზიანს აყენებს არა მარტო ძალადობის მსხვერპლს, არამედ თავად ორგანიზაციასაც. როგორც წესი, დიდი ორგანიზაციები წელიწადში მილიონობით ზარალს ღებულობენ დაკარგული პროდიქტიულობის, ჯანმრთელობის გარდაუვალი ხარჯების და შემცირებული ეფექტურობის გამო. აღსანიშნავია, რომ სექსუალური ძალადობა ასევე იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც, როგორიცაა: სტრესი და დეპრესია, ინსომნია(ძილის დარღვევა), კვების დარღვევა, მძიმე შემთხვევებში კვებითი აშლილობა(ანორექსია, ბულიმია), ისტერიკული შეტევები და სხვა.

როგორც გაირკვა სექსუალური შევიწროება ან  ძალადობა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. რატომ არის ასეთი ლაფსუსი ჩვენს კანონმდებლობაში?

მართალს ბრძანებთ, ჩვენს კანონმდებლობაში ნამდვილად არის ეგ შეუთავსებლობა. ეს არის სერიოზული ხარვეზი და პრობლემა, ვინაიდან სექსუალური შევიწროვება არ წარმოადგენს არც სისხლის სამართლის დანაშაულს და არც ადმინისტრაციულ გადაცდომას. შესაბამისად, საჭიროა შრომითი კოდექსისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის გარდა კიდევ უფრო გამკაცრდეს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებნები, არ აქვს მნიშვნელობა მსხვერპლი ქალი იქნება თუ კაცი. მოძალადე ყველა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს.

თავი დავანებოთ სექსუალურ ძალადობას, ამის გარდა კიდევ რა არის დისკრიმინაციის საფუძველი ან მოტივი?

ძირითადათ, რომ შევაჯამოთ, გენდერულ დისკრიმინაციას სამსახურში შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა საფუძველი. ასე რომ ერთი
კერძო შემთხვევა არ გვაძლევს გენერირების საშუალებას. საჭიროა სურათი ფართო
კონტექსტში განვიხილოთ და ყველა განმაპირობებელ ფაქტორს დავუთმოთ სათანადო ყურადღება.