კიევში აღმოჩენილი მუმიის ფოტო გასაჯაროვდა

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ძველი ეგვიპტის ექსპონანტები, რომლებიც კიევ-პეჩორის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალში აღმოაჩინეს.

ფოტოებს  Апостроф  და LIGA.net  ასაჯაროვებს.

ფონდის დავიწყებული ისტორიული საგანძური არქეოლოგმა სერგეი პიროვაროვმა აღმოაჩინა.

ისტორიკოსების თქმით, ექსპონატები უკრაინაში ХIХ-ХХ საუკუნეში შეიტანეს და საეკლესიო-არქეოლოგიურ მუზეუმში ინახებოდა, შემდეგ კი ათეიძმის მუზეუმში გადაიტანეს, რომელიც მაშინ კიევ-პეჩორის ლავრაში მდებარეობდა.

საუბარია ორ მუმიასა და მოხატულ სარკოფაგზე.