ბაჩანა შენგელიამ იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგო | მის სასარგებლოდ სახელმწიფოს 12 800 ლარის გადახდა დაეკისრა

ბაჩანა შენგელიამ იუსტიციის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო – ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში თავად წერს.

საქმე ეხება 2020 წელს მისთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერებას.

მის სასარგებლოდ სახელმწიფოს 12 800 ლარის გადახდა დაეკისრა.

შენგელია წერს, რომ მიღებულ თანხას დედამისის სკოლაში გადარიცხავს:

“გუშინ დამირეკეს უზენაესი სასამართლოდან, საბოლოოდ მოვიგე დავა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, 2020 წელს სანოტარო საქმიანობა უკანონოდ რომ შემიჩერეს, აი იმ საქმეზე. 12 800 ლარის გადახდა დაეკისრათ. ეს ამბავი იას წინააღმდეგ დაწყებული დევნის გაგრძელება იყო უკვე ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ თანხას მე-6 საჯარო სკოლაში გადავრიცხავ, ოღონდ მას შემდეგ, რაც სკოლას არჩეული დირექტორი ეყოლება (გამოცდა უკვე ჩატარდა და იმედია ეს საკითხი მალე გადაწყდება. თუ რატომ ასე, ამაზე სხვა დროს). ნაწილს ახალკახათის საჯარო სკოლაში ჩავრიცხავ, რომელიც იამ დაამთავრა. დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად ასე გაუხარდება, სკოლაში რამდენიმე ასეული ლარით თუ დაუფინანსებდნენ რამე ინფრასტრუქტურულ პროექტს, პირველს მე მირეკავდა და მაცნობებდა”, – წერს შენგელია.