“ეს არის თავდასხმა დემოკრატიულ ღირებულებებზე” – ლექსმანი რუსულ კანონზე და გუშინდელ მოვლენებზე

“სამარცხვინოა, რომ სახელისუფლებო პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს, ასე იქცევიან. ეს ქმედებები, ისევე როგორც ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტების კანონი, არის თავდასხმა დემოკრატიულ ღირებულებებზე”.

ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი რუსული კანონის წინააღმდეგ გუშინ გამართულ აქციაზე ჟურნალისტების დაკავებას.