ზელენსკი ლატვიის პრეზიდენტთან ერთად ლვოვში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის პრეზიდენტთან ერთად ქალაქ ლვოვში ჩავიდა. ლიდერებმა პატივი მიაგეს პუტინის ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას.

ზელენსკიმ, ასევე, მოინახულა დაჭრილი უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით იბრძოდნენ.

“მადლობას გიხდით სამსახურისთვის, ჩვენი სამშობლოს გმირული თავდაცვისთვის. გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ნახეთ ვიდეო: https://fb.watch/j1GMr2wHh-/?mibextid=kdkkhi