საგაზაფხულო და სააღდგომო არდადეგები სკოლებში

ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 14 მარტამდე გაგრძელდება. სააღდგომო დასვენება კი 14 აპრილიდან დაიწყება და 17 აპრილამდე გაგრძელდება. სწავლა 18 აპრილიდან განახლდება.

ამ სემესტრში კიდევ 5 ოფიციალური დასვენების დღე იქნება. ესენია: 8 მარტი, 9 აპრილი, 9 მაისი, 12 მაისი და 26 მაისი.