ძებნილი ქართველი, რომელიც კვარაცხელიას მატჩზე ჩავიდა, ნეაპოლში დააკავეს

კაპოდიჩინოს საჰაერო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი – ი.ნ. დააკავეს. დაკავებული საბერძნეთის ორი მოქალაქის მოკვლის მცდელობისთვის იძებნებოდა.

ი.ნ.-ს 2012 წლის ოქტომბერში სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ნეაპოლში ჩარტერული რეისით, ხვიჩა კვარაცხელიას ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, ნაპოლი-ლაციოს მატჩზე დასასწრებად ჩავიდა.