არა რუსულ კანონს! | პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც თვლიან რომ რუსული კანონის მიღებით საქართველო ევროპულ მომავალს დაკარგავს.

პარლამენტთან სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.

საკანონმდებლო ორგანოში ამ დროისთვის ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, პარალელურად კი აქცია იმართება.

ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები არ შეუშვეს. მათ უთხრეს, რომ არ არიან ბიუროს წევრები და სხდომას ვერ დასწრებიან, თუმცა პარლამენტის წევრებს აქვთ უფლება, სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ ბიუროს და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს. “ქართული ოცნების” დეპუტატების განცხადებით, სხდომაზე “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით არ იმსჯელებენ.