არა რუსულ კანონს! | Positive Studio განცხადებას ავრცელებს

Positive Studio განცხადებას ავრცელებს და პარლამენტში ინიცირებულ “რუსულ კანონპროექტს” ეხმაურება:

„სერიალი ,,ტესტის” გუნდი სრულად იზიარებს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას ,,რუსული კანონის” შესახებ. საქართველო იყო და არის ევროპის კულტურული და ცივილიზაციური ნაწილი და ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ უნდა იყოს გადაგმული და არა მის წინააღმდეგ. ერთად ევროპისკენ!!!” – წერია განცხადებაში.