მივესალმებით კანონპროექტის გაწვევას – EU

ევროკავშირის საელჩო საქართველოში ეხმაურება “ოცნების” მიერ რუსული კანონპროექტის გაწვევას:

„მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით” ,- წერს ევროკავშირის საელჩო