„ვაზუსტებ, რომ აქციების გაგრძელება უნდა მოხდეს იგივე მოთხოვნით” – სამნიძე მის კომენტარს განმარტავს

„რესპუბლიკური პარტიის” დეპუტატი, ხათუნა სამნიძე განმარტავს, „პირველ არხთან” გაკეთებულ მის კომენტარს, სადაც ის ამბობს, რომ აქციები აღარ უნდა გაგრძელდეს.

სამნიძის თქმით, კომენტარის ინტერპრეტაცია არასწორად მოხდა.

დეპუტატი წერს, რომ აქციების გაგრძელება უნდა მოხდეს იგივე მოთხოვნით – არა რუსულ კანონს!

„მეგობრებო,
ჩემი განცხადების უზუსტო ინტერპრეტაციის გამო ვაზუსტებ, რომ აქციების გაგრძელება უნდა მოხდეს იგივე მოთხოვნით – არა რუსულ კანონს! კანონის გაწვევის პროცესის ბოლომდე მიყვანა არის ჩვენი მიზანი. უნდობლობა “ოცნების” მიმართ რეალობაა, რომელზეც პასუხის ისევ – არა რუსულ კანონს! გაიწვიეთ და ეს სამქე მიიყვანეთ ბოლომდე!!!!
ბოდიში ყველასთან, ვინც მომწერეთ და აღელდით, მე ვიდექი თქვენთნ ერთად და ვიდგები მოთხოვნით  – არა რუსულ კანონს! 
მოთხოვნა არ უდნა შეიცვალოს. მე არ ვემხრობი აქციების სხვა მოთხოვნით გაგრძელებას. ამაში ვარ დარწმუნებული და ამიტომაც ვაზუსტებ ისევ – კანონის გაწვევის პროცედურები ბოლომდე მიიყვანოს “ოცნებამ”! მე რაც შემიძლია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!” – წერს ხათუნა სამნიძე.