„ევროპარლამენტმა თავის თავს მიხედოს…” – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის” ეთერში პრორუსული განცხადებები კვლავ არ დაიშურა. ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტს საქართველოს ომში ჩართვა სურს.

მისივე თქმით, 100 ევროპარლამენტარი კორუფციის სკანდალშია გახვეული.

„ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარი არის გახვეული კორუფციის სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას. მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველოს ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ” – განაცხადა ღარიბაშვილმა.