„მოვუწოდებთ „იმედს”, მოგვიწვიოს პირდაპირ ეთერში სასაუბროდ” – ფრანკლინის კლუბი

„მოვუწოდებთ ტელეკომპანია იმედის ნებისმიერ წამყვანს, მოგვიწვიოს პირდაპირ ეთერში, სადაც შევძლებთ ვილაპარაკოთ ფრანკლინის კლუბის ნამდვილ შინაარსზე და საქმიანობაზე” – ამის შესახებ განცხადებას „ფრანკლინის კლუბი” ავრცელებს.

„მოვუწოდებთ ტელეკომპანია იმედის ნებისმიერ წამყვანს, მოგვიწვიოს პირდაპირ ეთერში, სადაც შევძლებთ ვილაპარაკოთ ფრანკლინის კლუბის ნამდვილ შინაარსზე და საქმიანობაზე.სამწუხაროდ, იმედის ეთერში უკვე არაერთხელ გავიდა დეზინფორმაცია ჩვენი კლუბის შესახებ, რაც დაგვირგვინდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ 12 მარტს ირაკლი ჩიხლაძის გადაცემაში გაკეთებული აბსურდული განცხადებებით.ეს დეზინფორმაცია აშკარად ატარებს აგრესიულ, შავრაზმულ ხასიათს და ემსახურება ფრანკლინის კლუბისგან მტრის ხატის შექმნას.მსგავსი პროპაგანდა სრულიად უპასუხისმგებლოა ჩვენთან განათლების ნებაყოფლობით მიმღები ახალგაზრდების მიმართ, რომლების უმრავლესობაც სკოლის მოსწავლეა.მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სამოქალაქო შეგნება და მისცეთ თქვენს მაყურებელს საშუალება გაიგოს სიმართლე!ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე!” – წერია განცხადებაში.