„ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ევროპულ გზაზე” – სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ, რობერტა მეცოლას ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.

„ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან – როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს ზურაბიშვილი.