დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

12 წლის გოგონა, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ბოლოს ბავშვიპეტრიწის ქუჩაზე სკვერში შენიშნეს. გვიან ღამით ის სკვერიდან მოშორებით გარდაცვლილინახეს.

ადგილზე პოლიცია, სამაშველო, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს ძალადობის კვალი აღენიშნება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელგარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.