თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება | ქუჩების ჩამონათვალი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„17 მარტს, 10:20-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ გლდანში წყაროს და ყიფშიძის ქუჩებზე, მამკოდა, თიანეთის გზატკეცილზე, ხოლო 15:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებში მამკოდა, გლდანი, ლელუბანი, მშრალხევი, ნადიკვრები, ვეჯინი.

11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი, ალაჭანი, ხოფცა, საკრეჭიო, ვერხველი, წიკვლიაანთკარი, კახოიანები, ჯერვალიძეები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.