ლანჩხუთში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ლანჩხუთში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. გოჩა ებრალიძე სახლიდან 13 მარტს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

„ვეძებთ ჩვენ ძმა და მეგობარს გოჩა ებრალიძეს რომელიც 13-ში გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. იქნებ ვინმემ ნახოთ სადმე და დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე +995 555 315 918 ,” – ნათქვამია სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში.